სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. “ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ: გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო; იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; ხორცის...

8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო...

5-7 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება....

ჩხოროწყუში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ფესტივალი ტარდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ორგანიზებით ტარდება სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპორტული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ტურნირები: მინი ფეხბურთში გოგონათა შორის, ფრენბურთში ვაჟთა შორის, შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, შვედურ ამანათრბენში 4 X 100, გუნდური პირველობა კარატეში, ბ/რ ჭიდაობაში. ასევე ჩატარდება სპორტულ შემეცნებითი ვიქტორინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში...

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...

მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

ჩხოროწყუში მკლავჭიდის სექცია გაიხსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანებაში მკლავჭიდის სექცია გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სექციის გახსნა მოსწავლეებსა და მწვრთნელებს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა და მათთან ერთად არსებულ გამოწვევებზე, სპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მკლავჭიდის წრეში 20 მოსწავლე ირიცხება. სწავლება უფასოა. სასპოტრო სკოლის გაერთიანებაში სულ 16 უფასო წრე ფუნქციონირებს, რომელშიც...

სურსათის ეროვნული სააგენტო ესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარგისიანობის ვადებს, წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იღებენ და ამოწმებენ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების...