გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. “დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო...
ჩხოროწყუში უამინდობის გამო ამოქმედდა ცხელი ხაზი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შექმნილი უამინდობის გამო ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 599 85 66 07; 599 85 65 75; 577 50 22 94;
დასავლეთ საქართველოში უამინდობა 27 თებერვლამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...
23-25 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....
ჩხოროწყუში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის ტექნიკა. თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები. გზების გაწმენდით...
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ნალექს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბის” წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე
“ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბის” წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე. მოწვეული ტრენერი მაგდალინა თოდუა გახლდათ. ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს ახალგაზრდულმა სათათბირომ, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის მიერ, ორგანიზებულ მოხალისეობრივი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა და 10 საუკეთესო პროექტს შორის, “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მოხვდა. პროექტი “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მოხალისეობით დაინტერესებული...
15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ქვედა ჩხოროწყუში, ახუთში, ლესიჭინეში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა. მიმდინარე წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.