დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი...
9 ოქტომბრიდან მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...
ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი...
3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
2026 წელს პენსია გაიზრდება
მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20...
30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
“ჩხოროწყუობა 2025” გაიმართა
დღეს, ჩხოროწყუში "ჩხოროწყუობა 2025" გაიმართა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 9 ადამიანს მიენიჭა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი. ტრადიციული კერძების დაგემოვნება...
26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...
“ჩხოროწყუობა 2025” გაიმართება
28 სექტემბერს, ჩხოროწყუში, გაიმართება "ჩხოროწყუობა 2025“. იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა: 11:30 "ჩხოროწყუობა 2025-ის” გახსნა. 12:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. 12:30 დღის კონცერტი - ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. 13:30 აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმის გახსნა. 17:00 გალაკონცერტი (ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია). ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა ეთნოკუთხეები, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. ჩატარდება სპორტული ღონისძიებები,...
“ნაფიჩხოვობა” (ომარტობა) გაიმართა
ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი "ნაფიჩხოვობა" (ომარტობა) გაიმართა. სოფელში ის ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.









