ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის BEACTIVE ფარგლებში შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა 300- მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო. ღონისძიება მიზნად ისახავდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ხელშეწყობას. პორტული ფესტივალის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გამოჩენილი ქართველი მძლეოსანი, რეკორდსმენი, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს...
დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
მუხურში “ლაშაობა” გაიმართა
ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში "ლაშაობა“ გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები. ,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...
პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...
“ჩხოროწყუობა 2023“ გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ გაიმართა. ღონისძიება მერიის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ გახსნა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და ,,საპატიო ჩხოროწყუელები“ დააჯილდოვა. „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ: 1)ილია ბეგიაშვილს - ( საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე) 2)ავთანდილ პაპავას- (ღვაწლმოსილი მუშაკი,...
ჩხოროწყუში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ჩხოროწყუში, შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც დენმა დაარტყა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წყარო
ჩხოროწყუს სამ სკოლაში აქცია გაიმართა
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც მედია იუწყება, მასწავლებლების ნაწილმა და მოსწავლეებმა სკოლების დირექტორებთან ხელშეკრულების შეწყვეტა გააპროტესტეს. ისინი იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ პოზიციას აქამდე იკავებდა. დღევანდელი აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ჩხოროწყუში “საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” პრეზენტაცია გაიმართება
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის" პრეზენტაცია ჩხოროწყუში ჩატარდება. "თუ გაინტერესებთ პროგრამის პირობები და მონაწილეობის ეტაპები, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ."-აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. შეხვედრა გაიმართება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში