გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების წარდგენაზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების წარდგენა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტეტის ახალგაზრდები, მათ შორის, ახალგაზრდული სათათბიროს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები...
ჩხოროწყუში სპექტაკლ “სალამურას” პრემიერა გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა "ყირამალა“ მაყურებელს სპექტაკლ "სალამურას“ პრემიერა წარუდგინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლი არჩილ სულაკაურის ნაწარმოების "სალამურას“ მიხედვით დაიდგა და სცენაზე დათიკო დარსალიას რეჟისორობით იქნა წარმოდგენილი. სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.
ჩხოროწყუში მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა
ოლიმპიური დღის აღსანიშნავად მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა. ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ორგანიზებით მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრები. ღონისძიებაში მონაწილეობა სასპორტო სკოლის გაერთიანების სხვადასხვა ჯგუფის 80-მდე მოსწავლემ მიიღო....
ჩხოროწყუს მერიამ სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა - ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს გამოშვებული მრავალფუნქციური ტრაქტორი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 000 ლარად შეისყიდა. ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრს გადაეცემა. ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, საჭიროებისამებრ, მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
ჩხოროწყუს ბიოსპელეოლოგების ჯგუფი უცხოელ სტუმრებთან ერთად სტუმრობდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზოოლოგიის ინსტიტუტი, ბიოსპელეოლოგების ჯგუფი უცხოელ სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტს 3 დღით სტუმრობდა. ისინი 2013 წლიდან სწავლობენ ჩხოროწყუს მღვიმეებს. ამ ეტაპზე აღმოჩენილი ჰყავთ მღვიმური უხერხემლო ცხოველთა ორი სახეობა, რომელსაც მხოლოდ შურუბუმუსა და გარახის მღვიმეებში შეხვდებით. ჩხოროწყუში მდებარე მღვიმეებში ასევე აღმოჩენილი ჰყავთ უხერხემლო ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთა შესახებაც უახლოეს...