“შურუბუმუს” საიდუმლოებები

“შურუბუმუს” - გამოქვაბულის სახელი, უძველესი კოლხური სიტყვაა და მისი დაახლოებითი თარგმანი ასე ჟღერს -”სულგანაბული”.. მღვიმეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები ამშვენებენ და განსაკუტრებით საინტერესოს და საიდუმლოებით მოცულს ხდიან იქაურობას. მედია წერს: "დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა “შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.. 2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური...

შოთა წურწუმია: “ძარღვებში რითმები კვლავ კრავენ კამარებს…”

ჩხოროწყუელი შოთა წურწუმია, “ზუგდიდელების ” ზარმა გაახარა. ის სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. გვითხრა, რომ ზუგდიდი ძალიან უყვარს და ზუგდიდელი მკითხველისა და მსმენელისგან მუდამ სითბოს, სიყვარულს გრძნობს. -…ჩახუტება მსურს, თუმც ვერ შევძელი, ვერ მოგაწვდინეთ შორს მყოფთ ხელები, მუხლმოყრით გევედრებით, რომ მომიკითხოთ, ზუგდიდთან ერთად ზუგდიდელები! ზუგდიდი, მართლაც, რომ მთელი თავისი, ბუნებით, სიძველეებითა და ისტორიით...

ლაშა გახარია და მისი მეგრული ლექსიკური სამყარო

"ლაშა გახარიას ქართული ლექსების თარგმნა თითქმის შეუძლებელია, მეგრული ლექსებისა-საერთოდ შეუძლებელი. რაგინდ დიდი პოეტიც არ უნდა იყოს და რაგინდ კარგად არ უნდა ფლობდეს იმ ენას, რომელზეც თარგმნის, მაინც ვერ შეძლებს. მეგრული ენა ისეთი ფენომენია. იმდენად მდიდარი და ამოუწურავია მისი ლექსიკური სალარო, იმდენად ტევადი და მოქნილია სიტყვები, განსაკუთრებით ზმნები, რომ სხვა ენაზე...

პირველი ქართველი მფრინავი ჩხოროწყუდან

ბესარიობ ქებურია, პირველი ქართველი მფრინავი, ჩხოროწყუელი იყო, ქვედა ჩხოროწყუდან. დაიბადა 1870 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, 15 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. ვიკიპედია წერს: თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა სწავლა. 14 წლის ასაკში ჩხოროწყუდან გაჰყვა მწყემსებს ფოთში. იქ ჩასულმა პირველად დაინახა მატარებელი, რამაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე,...

ოცინდალეს მონასტერი და მღვიმეები

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. გადმოცემით, ტაძარი, თამარ მეფეს განუახლებია. ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი ყოფილა. ეკლესია, განსაკუთრებით, გიორგობის დღესასწაულებზე ცოცხლდება. აქ, სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბება მოსახლეობა. მედია წერს, 1923 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლება მასობრივად აუქმებდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ,...

ჩხოროწყუს მუზეუმში დაცული ისტორია

ვიკიპედია ამბობს: "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) და სხვა საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის,...

“შენ პატარა პარიზი ხარ…”

მემატიანე წერს,-1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით), მღვდელ-დიაკვნების გალობით, ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალით, ადგილი, ჩხოროწყუს ეკლესია იყო აგებული, "ჩხოროწყუდ" მოინათლა. მერე ამ ადგილზე, ბაზრობა "იარმარკობა" იმართებოდა წლების განმავლობაში. ეს ტერიტორია, ანუ "ჩხოროწყუ", 1917 წლამდე, ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი, ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია. ჩხოროწყუს "ბიოგრაფიაში" ბევრი...

ჯემალ მალანია-მხატვარი მოზაიკოსი

მხატვარ-მოზაიკოსი ჯემალ მალანია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ცხოვრობს. დიდ დროს ერთ მოძველებულ, ცივ სახელოსნოში ატარებს და ფერადი ქვების მინებისგან თუ მისი მტვრისგან ქმნის ულამაზეს ნახატებს. მისი სახლიც გამოირჩევა ზუგდიდი–ჩხოროწყუს გზაზე არსებული სხვა სახლებისგან. პატრონის ნიჭიერი ხელწერა ზედ ეტყობა მის ეზო–კარს. ჯემალ მალანია: “სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე მოსე თოიძის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, კერამიკის...

ლეგენდა ტობავარჩხილზე

ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბაა, ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი, რომელიც ჩხოროწყუს სახელს ალამაზებს. უძველესი ლეგენდა ამბობს, "ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება". მნახველი აღწერს: "ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე...

ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი. "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე - ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი,...