ჩხოროწყუში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახუთსა და სარაქონში. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე...