სამუშაო შეხვედრაზე ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტში მუხურის, ნაფიჩხოვიოს, ნაკიანისა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გამოიყოფა ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. აბონენტების ქსელში...