ჩხოროწყუს მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეში, ქვედა ჩხოროწყუში, კირცხში ახუთსა და ლეწურწუმეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან მათ საჭიროებებზე ღიად ისაუბრეს. სოფლებში პრიორიტეტად წყალმომარაგების სისტემის, გზის, სანიაღვრე არხების, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა...