“ოცნების” ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათო გოგუა აირჩიეს

"ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა აირჩიეს. კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. 12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში გაიმართება.