ჩხოროწყუს მერი საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ კირცხში, საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში ასფალტის...