ჩხოროწყუში გარახა-ნაკიანის ხიდი რეაბილიტირდება

ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე გარახა -ნაკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ხიდი ამორტიზებულია და მასზე გადაადგილება 10 ტონაზე მეტი სიმძიმის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. "რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში მდებარე საავტომობილო ხიდს, რომელიც დაზიანებულია და 3 ტონაზე მეტი სიმძიმის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული ხიდების...