ხვალ “ნაფიჩხოვობა“ გაიმართება

21 სექტემბერს, სოფელ ნაფიჩხოვოში სახალხო დღეასასწაული "ნაფიჩხოვობა“ (ომარტობა) გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 11:00 საათიდან ჩატარდება მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში; 12:00 გაიმართება შეჯიბრება უბნებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში, ასევე ჭადრაკში, შაშსა და ნარდში; 13:00 ცხენოსნობა; 15:00 საათზე სოფლის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. დასწრება თავისუფალია!

ჩხოროწყუში დასუფთავების აქცია გაიმართა

დღეს, "დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველოს" კვირეულის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები, პარკები, გზებისა და მდინარის სანაპიროები. დასუფთავების მასშტაბური აქცია მუნიციპალიტეტის ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა მერიის...