ონკოპაციენტებს, როგორც გეგმიური ისე გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...

ჩხოროწყუში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში, რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის - ლიდა ნაჭყებიას სახელობის კრეატიული წერის კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კრეატიული წერის კონკურსი უკვე მეხუთედ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა...

ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 70-მდე ოჯახს, უკვე მეორე ზამთარი დგება, რაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ახორციელებდა გაზის მილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაახლოებით, ერთი წელია დახმარებას ითხოვენ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია.

სოფელ ჭოღაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ჭოღაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე არსებული საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირია მხილებული

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

ჩხოროწყუში შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის BEACTIVE ფარგლებში შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა 300- მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო. ღონისძიება მიზნად ისახავდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ხელშეწყობას. პორტული ფესტივალის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გამოჩენილი ქართველი მძლეოსანი, რეკორდსმენი, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს...

დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

მუხურში “ლაშაობა” გაიმართა

ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში "ლაშაობა“ გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები. ,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...