ლუგელას ხეობაში ხანძარი იყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლუგელას ხეობის ერთ-ერთ მთის ფერდობზე ხანძარი იყო.  მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

დღეიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში...