ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან. სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, ხელოვანები - შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია იქნებიან. სკოლაში შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ. სახელოვნები...