ჩხოროწყუში მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები. პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის...