დღეს, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს 350 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს. ვაუჩერი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. მოქალაქეებს, მათთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად, აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება ,,კარფურის“ ,,ნიკორას“ ,,ლიბრესა“ და ,,მაგნიტის“ სუპერმარკეტებში შეუძლიათ. მოსახლეობას ვაუჩერი საჩუქრად ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად...