გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ცამეტმა მოყვარულმა მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირი ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ გახსნა, ღონისძიებაში მონაწილეობა თავადაც მიიღო და წარმატებები უსურვა მონაწილეებს. პირველობა ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. პირველ ადგილზე გავიდა მარიამ აბაკელია (სოფელი კირცხი)....