“ერთი დღე სოფლად”-მერი ლეწურწუმეში მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. მერი ასევე სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო....