ჩხოროწყუში შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსი შალვა მეტრეველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრას მუნიციპალიტეტის...