ჩხოროწყუს მერი სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში გაიმართა. მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ...