ჩხოროწყუს მერი ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ა(ა)იპ სასპორტო სკოლასთან არსებული ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს, მშობლებსა და მწვრთნელს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და სენაკში, ტაეკვანდოში ჩატარებულ ღია პირველობაში მიღწეული წარმატება მიულოცა. "აღნიშნულ ღონისძიებაში ჩხოროწყუს კომპლექსური სასპორტო სკოლის ტაეკვონდოს ჯგუფის სპორტსმენებმა 6-პირველი, 6-მეორე, 4-მესამე ,ხოლო გუნდურში მეორე ადგილი დაიკავეს....