ჩხოროწყუში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც მრევლთან ერთად...