ჩხოროწყუში საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩის #3 და #5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარით ფინანსდება.