ჩხოროწყუში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიწყო და მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მთელ ტერიტორიაზე თერმული ნისლით დამუშავების პროცესი წამლობის წესების სრული დაცვით ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებები გრაფიკის მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.