კირცხში, საჯიქიოს უბანში, 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ კირცხში, საჯიქიოს უბანში, 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშოებს შპს „გზები“ ახორციელებს. რომლის ბიუჯეტი 2 890 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია 2026 წელს დასრულდება. პროექტი ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.