ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...