31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მერია: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ივნისში დაიწყება

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში ივნისის თვეში დაიწყება. მიმდინარე წელს...

ჩხოროწყუში ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ჩხოროწყუს ,,სამეგრელოსა“ და საფეხბურთო კლუბ ,,დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში ჩხოროწყუს, სენაკის, წალენჯიხის, ვანისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ტურნირებისა...

26 მაისი ჩხოროწყუში

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა...

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში

26 მაისს, ჩხოროწყუში, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 11:00 სოფელ ახუთში დამოუკიდებლობის დღესა და მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას სკვერში გაიმართება საზეიმო ღონისძიება. 11:30 საათიდან ქალაქის ცენტრში გაიმართება სპორტული ღონისძიებები: მასობრივი მძლეოსნური გარბენი და ტურნირი კარატე-დო-ში. 12:00 ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების...

24 მაისამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...

ჩხოროწყუში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ღონისძიების მონაწილეებმა,საზეიმო მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოაწყვეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

18-19 მაისს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...