ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ჩხოროწყუს ,,სამეგრელოსა“ და საფეხბურთო კლუბ ,,დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში ჩხოროწყუს, სენაკის, წალენჯიხის, ვანისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ტურნირებისა...