პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ...

16 მაისამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო- ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა, მისმა მოადგილემ,...

5 მაისამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

ჩხოროწყუში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან ერთად, მინი სპორტული მოედნის, ხიდების რეაბილიტაციის და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო....