ცოტნე სორდია პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონია

21 წლის ახალგაზრდა ჩხოროწყუელმა კარატისტმა, საქართველოს ნაკრების წევრმა, ცოტნე სორდიამ მაროკოს ქალაქ რაბათში გამართულ პრემიერ ლიგის ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა -60 კგ წონით კატეგორიაში. ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ცოტნესთვის ეს არის პირველი გამოსვლა და დიდი წარმატება WKF-ის აღნიშნულ ასპარეზობაზე, რომელიც საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი კატეგორიის შეჯიბრებას განეკუთვნება.

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...