წყალმომარაგების კომპანია: ქალაქ ჩხოროწყუს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა შენდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ჩხოროწყუში წყალმომარაგების ახალ სისტემებს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე შესრულებულ სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ წყალმომარაგების ქსელი, სათავე ნაგებობაზე...