სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477 ლარით ფინანსდება. უწყების ცნობით, ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება. ხიდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.