ჩხოროწყუში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნური გარბენი, ველო გარბენი, ტურნირი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში,საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ტაიკვანდოში ჩატარდა. ღონისძიებაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, სერტიფიკატებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და მაისურებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა. ასევე, ოლიმპიურ დღესთან...