ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. “ჯამში ამოღებულია...