5 ივლისს, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...