ჩხოროწყუში, კომპოზიტორისა და მსახიობის ზაზა კილასონიას შემოქმედებით საღამო გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის საავტორო კონცერტზე "მშვიდობა მსოფლიოს” მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარი პროგრამით წარსდგა. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.