აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად (311), მნიშვნელოვნად (312) და ზომიერად (313) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე...
ცოტნე სორდიას მორიგი წარმატება
ცოტნე სორდიამ, ჩხოროწყუელმა სპორტსმენმა, პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 60 კგ. წონით კატეგორიაში 99 მონაწილეს შორის ცოტნე იმ ექვს რჩეულ სპორტსმენთაგანია, ვინც 27-30 ნოემბერს, კაიროში კარატეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.