მუხურის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განახლებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ბაღის შენობა, მოეწყო ეზო და სათამაშო მოედნები. ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ბაღის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.