სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი ჯუმბერ იზორია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა ახალარჩეულ მერს წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს, დათო გოგუას 13-წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა ჩხოროწყუელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

