საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. მინისტრმა უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა...

