საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები განიხილეს. ხაზი გაესვა პროექტების შესაბამისი სტანდარტებით შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე იმსჯელეს 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

