ჩხოროწყუში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ მოადგილეებთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მერმა მოსახლეობასა და ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა. საშობაო ალილო, ტრადიციულად, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მსვლელობამ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიცვა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს გადაეცემა. ინფორმაციას...