13 იანვარს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე – თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სააგენტოს ცნობით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის...

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორამაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. “აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება,...