სოფელ ზუმის სკოლის მშენებლობა სრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება, სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კვების სივრცე და სპორტული დარბაზი.