ტობავარჩხილის მიმართულებით დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ იზორიას ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში, ტობავარჩხილის მიმართულებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, განხორციელებული ღონისძიების ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ეკალ-ბარდებისგან სრულად დასუფთავდა მდინარე ხობისწყლის სანაპიროები, ხობისწყლის ხეობის მიმდებარე ტერიტორია.