სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს-ს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. "არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ. წ. (მის: ჩხოროწყუ, სოფ. ლეწურწუმე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის...

