მერის ინიციატივითა და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მერის ჯუმბერ იზორიას ინიციატივითა და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მორიგი მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში - შურუბუმუსა და ტობავარჩხილის მიმართულებით, ასევე სოფელ თაიაში, ოცინდალეს მიმდებარე ტერიტორიებზე. აღნიშნულ ლოკაციებზე სრულად გაიწმინდა გარემო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ეკალ-ბარდებისგან. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ,...