დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოც შეუერთდა. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაციებიც. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და ა(ი)პ-ების თანამშრომლები, ასევე ახალგაზრდული სათათბიროს წევრები.

23-24 აპრილს იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).